საპროტესტო აქცია სოფელ ჯორჯიაშვილში

სოფელ ჯორჯიაშვილის მოსახლეობა სასმელ წყალს ითხოვს. ადგილობრივების განმარტებით, ბოლო წლების განმავლობაში სოფელში წყლის პრობლემის მოსაგვარებლად რამდენიმე პროექტი განხორციელდა, დაიხარჯა სამი მილიონი ლარი, წყალსადენი ექსპლუატაციაში შევიდა, თუმცა სოფელს წყალი ამ დრომდე არ მიეწოდება. მათი მტკიცებით, არხი არასწორადაა დაპროექტებული. აქციის მონაწილეებს რაიონისა და სოფლის რწმუნებულები შეხვდნენ, მათი განმარტებით, მეწყერმა სარწყავი არხი დააზიანა, რამაც სასმელი წყლის მოხმარების ხარჯი გაზარდა. გამგებლის ინფორმაციით, ამ წუთებში სარწყავი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგაც, სასმელი წყლის პრობლემა ნაწილობრივ უნდა მოგვადეს. თუ დაპირება არ შესრულდება, ადგილობრივები პერმანენტულ საპროტესტო აქციებს გამართავენ.

დატოვე კომენტარი