ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი თეთრიწყაროში

ეროვნული სატყეო სააგენტოს, ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, თეთრიწყაროში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიიდან, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

ადგილობრივმა სამართალდამრღვევებმა, ალგეთის სატყეო უბნიდან, 12 მ3- მდე რცხილას სახეობის საშეშე მერქნის ტრანსპორტირება სათანადო დოკუმენტაციის გარეშე განახორციელეს.

სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, „ზილ-131“  მარკის სატვირთო ავტომანქანები დაილუქა.

მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება.

მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეგზავნება რაიონულ სასამართლოს.

ეროვნული სატყეო სააგენტო უკანონო ტყეთსარგებლობის პრევენციულ ღონისძიებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.