გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2017 წელს უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის გამოყენების 2 882 ფაქტი დააფიქსირა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2017 წელს უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის გამოყენების 2 882 ფაქტი დააფიქსირა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2017 წელს უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის გამოყენების 2 882 ფაქტი დაფიქსირდა, აქედან ადმინისტრაციული დარღვევა 2 698 შემთხვევაში მოხდა, ხოლო ბოლო სამი წლის მანძილზე ყველაზე მეტ, 184 საქმეზე დაიწყო სისხლის სამართლის დევნა.

2017 წელს უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის ჯამურმა ოდენობამ 1 503 262 კვადრატული მეტრი შეადგინა.

2015 წელს უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის გამოყენების 2895 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 130-ში გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაული. 2016 წელს კი 2 483 ფაქტიდან 118-ზე დაიწყო სისხლის სამათლებრივი დევნა.