ხაშურში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
ხაშურში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

ეროვნული სატყეო სააგენტოს შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ხაშურის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინეს.

სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ხაშურის სატყეო უბანზე ადგილობრივმა სამართალდამრღვევმა სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიიდან უკანონოდ მოიპოვა 7 მ3 წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი, რომლის ტრანსპორტირებასაც ახორციელებდა მაღალი გამავლობის ავტომობილით.

შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ავტომობოლი დალუქეს. მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დადგენა. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნება. ეროვნული სატყეო სააგენტო უკანონო ტყითსარგებლობის პრევენციულ ღონისძიებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.