დიდთოვლობა თეთრიწყაროში

დიდთოვლობის გამო თეთრიწყაროს ცხრა სოფელი ამ დრომდე გარესამყაროს არის მოწყვეტილი. ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. სოფლების ნაწილს ხუთი დღეა არ მიეწოდება ელექტროენერგია. 32 სოფლამდე მისასვლელი გზა კი უკვე გახსნილია. გადაადგილება შეუძლიათ მაღალი გამავლობის ავტომობილებს.