ცხენისა და ვირის ხორცის რეალიზაციის ფაქტები

საგამოძიებო სამსახურმა კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოზე დაკლული ცხენისა და ვირის ხორცის რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხენისა და ვირის ხორცს ამუშავებდნენ და მისი როგორც საქონლის ხორცის რეალიზაციას თბილისში ახდენდნენ.

ასევე აღმოჩენილია რამდენიმე ათეული ცხენი, რომლის დაკვლაც და რეალიზაციაც წინასაახალწლოდ იგეგმებოდა. დანაშაული 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.