დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა ქვემო ქართლში

დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა ქვემო ქართლში. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა თეთრიწყაროში, სადაც გარესამყაროს 25 სოფელია მოწყვეტილი, მათ არ მიეწოდებათ ელექტროენერგია. „ენერგო-პროს“ თანამშრომლები ვერ ახერხებენ ადგილზე მისვლას. გაწმენდილია მხოლოდ ცენტრალური გზები, თუმცა,  სოფლებამდე მისასვლელი გზები ჩაკეტილია ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის. მუნიციპალიტეტმა შეიძინა მედიკამენტები და საკვები პროდუქტები, რომელსაც სამაშველო სამსახურის დახმარებით აწვდიან მოსახლეობას.