ხანძრის ლოკალიზების სამუშაოები გრძელდება ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზესხოს ტყეში.
რთული რელიეფისა და უგზოობის გამო ადგილზე ცოცხალი ძალა და ვერტმფრენი მუშაობდა. ტყის ხანძრის გაჩენის მიზეზად მეხის დაცემა სახელდება. სტიქიამ ორ ჰექტარზე მეტი ტყის მასივი გაანადგურა. ხანძარი დასახლებულ პუნქტებს არ ემუქრება.
ადგილზე ჩვენი გადამღები ჯგუფი მუშაობს – ბოლო ინფორმაციას სვანეთიდან ირმა ჭოლაძე მოგვაწვდის.