ვითარება ვანისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში

შიდა გავრცელების ფაქტების გამო, ვანში კონტროლი განსაკუთრებით არის გამკაცრებული. საკონტროლო-გამშვებ პუნქტებთან დილიდან მოწმდება რაიონში შემსვლელი ან პირიქით გამსვლელი პირი. ამ მომენტამდე, თერმოსკრინინგი უკვე ჩაუტარდა 30 000-მდე ადამიანს. გამოვლინდა მხოლოდ ერთი საეჭვო შემთხვევა, რომელსაც ინფიცირებულ 75 წლის ქალთან და მის ოჯახთან შემხებლობა არ ჰქონია. ის უკვე გადაყვანილია საავადმყოფოში.

ვანში მცხოვრებ ოჯახს, რომლის სამი წევრია დაინფიცირებული, 30-ზე მეტ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. ყველა მათგანი კარანტინში ან იზოლაციაშია. ინფიცირების წყარო ამ დრომდე არ არის ცნობილი. კონტაქტებს იკვლევენ ლენტეხშიც, სადაც უკვე ორი ინფიცირებულია. მათი საკონტაქტო წრე 40-მდე ადამიანს მოიცავს.