სტიქია სვანეთში

სტიქია სვანეთში. სამი თემის სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. ძლიერი წვიმის შედეგად, ადიდებულმა მდინარემ სოფელ საყდართან ცენტრალური გზის დაახლოებით 50-მეტრიანი მონაკვეთი წაიღო. დააზიანა ხიდი, რომელიც რაიონს სამ თემთან აკავშირებდა. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის თქმით, ადგილზე უკვე მუშაობს მძიმე ტექნიკა და დღის ბოლოსთვის დროებითი გზის გახსნა შესაძლებელი იქნება.