ხანძარი ბორჯომის ტყეში

უკვე მეოთხე დღეა ბორჯომის ტყეში ცეცხლის კერების სრული ლოკალიზება ვერ ხერხდება.

რამდენიმე კერა კვლავ აქტიურ ზონად რჩება, რასაც რთული რელიეფი და ამინდის პირობები განაპირობებს. ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია. ჩაქრობის პროცესში ჩართულია თავდაცვის, გარემოს და შინაგან საქმეთა სამინისტროების ძალები. ცოცხალი ძალის გარდა, ლოკალიზებაში მონაწილეობს სპეცტექნიკა და ოთხი ვერტმფრენი.