სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები ლენტეხში

ისევ რთულია სიტუაცია ლენტეხის მუნიციპალიტეტში.

მდინარემ სოფელ საყდართან მისასვლელი გზა კიდევ ერთხელ დააზიანა. პრობლემური მონაკვეთების და გარესამყაროს მოწყვეტილ დასახლებებთან მისასვლელების გაწმენდა დილიდან განახლდა. ადგილზე მძიმე ტექნიკაა მობილიზებული. ადგილობრივი ხელისუფლება დღის ბოლომდე ორ სოფელთან – საყდართან და დურაშთან დამაკავშირებელი გზების გახსნას ვარაუდობს.