სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები ქვემო სვანეთში

ორ სოფელთან მისასვლელი გზა გახსნილია ქვემო სვანეთში, თუმცა ვითარება აქ შედარებით რთულია.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სამი დასახლება ისევ იზოლაციაში რჩება. პრობლემური მონაკვეთების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება. ადგილობრივ ხელისუფლებაში აცახდებენ, რომ მოსახლეობას მედიკამენტებისა და საკვები პროდუქტების პრობლემა არ აქვს.