რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი სავაჭრო ცენტრში „ქალაქის გული“, – შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
ცეცხლი შენობის მესამე სართულზე არსებულ საწყობში გაჩნდა, სადაც სათამაშოები ინახებოდა.
დაზარალებულია ერთი მოვაჭრე.