ხანძარი თბილისში, კოხრეიძის ქუჩაზე

თბილისში, კოხრეიძის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავდა ერთი ადამიანი. ის კლინიკაში გადაიყვანეს. დახმარების აღმოჩენის შემდეგ კი მალევე გაწერეს.

ხანძრის შედეგად დაიწვა დაახლოებით 350 კვადრატული მეტრის ფართობი. წინასწარი ვერსიით, ცეცხლი ელექტროგაყვანილობას გაუჩნდა.

ადგილზე 10 სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული.