ხანძრის დროს დაშავებული ქალი გარდაიცვალა

10:06, 18.05.2021

ახალგაზრდა ქალი, რომელიც პეკინის 41 ნომერში გაჩენილი ხანძრის დროს, სავარაუდოდ აივნიდან გადმოვარდა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

35 წლის ქალი მეხუთე სართულზე ცხოვრობდა. ადგილობრივები ყვებიან, რომ ხანძარი სწორედ ამ სართულზე გაჩნდა. რაც შეეხება ვითარებას დევნილების საერთო საცხოვრებელში, ცეცხლი ადგილზე უკვე ლიკვიდირებულია. მანანა დევაძე ბოლო ცნობებით.

 

 

 

მსგავსი