ხანძარი თბილისში

12:45, 01.08.2022

რუსთაველის გამზირზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. დაშავდა ორი ადამიანი. ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი. ცეცხლი რუსთაველის N 50-ში, საცხოვრებელი სახლის მესამე სართულზე გაჩნდა. ქრობის პროცესში ჩართული იყო ხუთი სამაშველო ბრიგადა. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.

 

მსგავსი