მშვიდობის ხიდთან ხანძრისას ერთი ადამიანი დაშავდა

თბილისში, მშვიდობის ხიდის სიახლოვეს, ცეცხლი სამსართულიან სახლში გაჩნდა. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

დამწვარი ბინის მეპატრონე აცხადებს, რომ ფართი გაქირავებული იყო და ხანძრის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ სიგარეტის ნამწვი გახდა. დაშავდა ერთი ადამიანი, ის კლინიკაშია გადაყვანილი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე გამოძიება დაიწყო.