ხანძარი ქავთარაძის ქუჩაზე

თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე, ხანძარი სამშენებლო მასალების ბაზრობაზე გაჩნდა. დამწვარია რამდენიმე მაღაზია. ადგილზე 14 სახანძრო სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ორი ბენზინგასამართი სადგურის გამო, ცეცხლის გავრცელების საშიშროება დიდი იყო, თუმცა ვითარება არ გართულებულა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.