რუსეთში, კემეროვოს ოლქში სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს ბოლო მონაცემებით 64 ადამიანი ემსხვერპლა, 51 დაშავებულიდან კი ამ დროისთვის საავადმყოფოში 10 პაციენტი რჩება.
რა გახდა 4 სართულიან სავაჭრო კომპლექსში ცეცხლის გაჩენის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია. წინასწარი მოკვლევის შედეგად ირკვევა, რომ კომპლექსში არ მუშაობდა სახანძრო სიგნალიზაცია, არ ფუნქციონირებდა სათადარიგო გასასვლელები. პერსონალი კი, რომელსაც სტუმრების დაუყოვნებლივი ევაკუაცია უნდა განეხორციელებინა, მსგავსი ვითარებისთვის მოუმზადებული აღმოჩნდა.