ერევანი - აფეთქება სავაჭრო ცენტრში

ერევნის სავაჭრო ცენტრში აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 34-მდე გაიზარდა. მათ შორის არის ხუთი წლის გოგონა, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. თუმცა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ოფიციალურად ამ ეტაპზე დადასტურებულია ერთი ადამიანის დაღუპვა. ის 45 წლამდე მამაკაცია.

აფეთქება სომხეთის დედაქალაქში მდებარე სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ დღეს მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქდა პიროტექნიკის საწყობი. შედეგად გაჩნდა ხანძარი, რომელიც გვერდით მდგომ შენობებზეც გავრცელდა. ცეცხლის ჩაქრობას მეხანძრეები ამ დრომდე ცდილობენ. ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ არსებობს სავაჭრო ცენტრის ჩამონგრევის საფრთხეც.