ევაკუაცია სავაჭრო ცენტრში

ევაკუაცია გამოცხადდა დღეს სავაჭრო ცენტრ „ქარვასლაში“.

მოქალაქეებს შენობა სრულად დაატოვებინეს. ადგილზე მოხდა სამართალდამცავების მობილიზება. როგორც გაირკვა, ამის მიზეზი შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობის შესაძლო არსებობა გახდა. ტერიტორიის დათვალიერების მიზნით, ადგილზე მივიდნენ გამნაღმველებიც.

ბოლო მონაცემებით, ქარვასლაში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობა არ დადასტურდა.