ხანძარი ბათუმში

გამოძიება დაიწყო ბათუმში გაჩენილი ხანძრის მიზეზების დასადგენად.

პუშკინის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიან სავაჭრო ცენტრში 10 მაღაზია დაიწვა. ჯამში სულ 560 კვ.მ ფართობი.

არსებობდა ხანძრის მეზობელ შენობებზე გავრცელების საფრთხეც, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა მეხანძრეებმა ცეცხლის ლიკვიდაცია შეძლეს.