საქველმოქმედო აქცია

სავაჭრო ცენტრ „ქარვასლაში“, მეწარმეთა კავშირის ორგანიზებით, სოციალური საწარმოების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

ამ საწარმოებში ძირითადად დასაქმებულები არიან პრობაციონერები, მსჯავრდებულები, სოციალურად დაუცველები შშმ და იძულებით გადაადგილებული პირები. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სწორედ მათ მიერ შექმნილი პროდუქცია. თუმცა, გამოფენის მთავარი ფიგურა 11 წლის გიორგი შეშაბერიძე იყო. პატარა მეწარმეს გორიდან, უკვე 1 წელია საკუთარი ბიზნესი აქვს. ის თაბაშირისგან სხვადასხვა ნაკეთობას, ასევე ტკბილეულს ამზადებს, რომელსაც ძირითადად გორის მასშტაბით ყიდის. ყველაზე თვალშისაცემი კი მის მიერ დამზადებულ კანფეტებზე დატანილი წარწერაა: „სტოპ რაშა“.

11 წლის გიორგის ოჯახში ერთადერთი დასაქმებულია. რამდენიმე წლის წინ შეშაბერიძეებმა ბინა დაკარგეს და 11 წლის გიორგის ოცნებაც, სახლის ყიდვაა. საწარმოთა კავშირის მიერ გაყიდულო პროდუქტებიდან შემოსული თანხა, მთლიანად გიორგის გადაეცემა.