კემეროვოს სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა

რუსეთში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა ვლადიმირ პუჩკოვმა განაცხადა. მისივე თქმით, ექვსი დაღუპულის ცხედრის ამოყვანა ჯერ ვერ მოხერხდა.

როგორც პუჩკოვი აცხადებს, დაღუპულთა რაოდენობა, სავარაუდოდ, აღარ გაიზრდება. დაღუპულებს შორის ბევრი ბავშვია, რომლებიც სავაჭრო ცენტრის კინოთეატრში იმყოფებოდნენ. პარალელურად, ვრცელდება ცნობა, რომ კემეროვოში მდებარე სავაჭრო ცენტრში ხანძრის ახალი კერები ჩნდება.