აფეთქება ერევანში - სავაჭრო ცენტრს ცეცხლი უკიდია

ცეცხლის ალშია გახვეული ერევანში სავაჭრო ცენტრი, სადაც ცოტა ხნის წინ აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია ერთი და დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

სავაჭრო ცენტრში პიროტექნიკის საწყობი იყო განთავსებული, სავარაუდოდ სწორედ ამ ნაწილში მოხდა აფეთქება. სავაჭრო ცენტრ „სურმალუსთან” ამ წუთებში მობილიზებულია საგანაგებო სიტუაციების სამსახური. დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.