ერთი წლის შემდეგ სავაჭრო ცენტრი „ქალაქის გული“ ისევ ხანძრის კერად იქცა. ამჯერად დამწვარია 200 კვადრატული მეტრის ფართობი, სადაც სათამაშოების საწყობი იყო განთავსებული.
ტერიტორიაზე ცეცხლი მაშინ გაჩნდა, როცა ობიექტი ჩაკეტილი იყო.
დაზარალებულ მოვაჭრეს საკუთარი პროდუქცია დაზღვეული არ ჰქონდა.
ჯერ უცნობია, აანაზღაურებს თუ არა მიყენებულ ზარალს თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრის მფლობელი კომპანია, რომლის შენობაც დაზღვეული იყო.