კალიფორნიაში უცნობმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა - დაღუპულია ორი ადამიანი

კალიფორნიის ქალაქ სან ანტონიოში, უცნობმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაიჭრა. მოტივი, ჯერჯერობით, უცნობია. ადგილობრივმა პოლიციამ თავდამსხმელის ლიკვიდაცია მოახდინა.

სამართალდამცავ უწყებაში აცხადებენ, რომ ამ წუთებში არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, მომხდარს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია არ მიენიჭება. გამოძიება უკვე დაწყებულია.