კალიფორნიაში ვეტერანთა სახლში შეიარაღებულ თავდასხმას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

12:29, 10.03.2018

კალიფორნიის ქალაქ იონთვილის ვეტერანთა სახლში შეიარაღებულ თავდასხმას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილზე მისულმა პოლიციამ სამი ქალისა და ერთი მამაკაცის ცხედრები აღმოაჩინა. ვეტერანთა სახლში მყოფი ადამიანები უცნობ მამაკაცს მძევლად ჰყავდა აყვანილი, რის შემდეგაც ისინი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მანმადე კი, რვა საათის განმავლობაში, პოლიცია თავდამსხმელთან მოლაპარაკებას უშედეგოდ ცდილობდა.

როგორც ცნობილია, თავდამსხმელი ერაყისა და ავღანეთის ომის ვეტერანთა რეაბილიტაციის პროგრამის მონაწილე იყო. სარეაბილიტაციო ცენტრიდან ორი კვირის წინ გაწერეს.

 

მსგავსი