მასშტაბური ტყის ხანძარი კალიფორნიაში

კალიფორნიაში ტყის ხანძრის გამო, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. გარდაცვლილია ერთი ადამიანი.

სტიქიამ ყველაზე მეტად შტატის სამხრეთი ნაწილი დააზარალა. ამასთან, ხანძრის ახალი კერაა გაჩენილი ლოს-ანჯელესის გარეუბანში.

კალიფორნიაში დამწვარია 200-ზე მეტი შენობა, კიდევ ორი ათასზე მეტი ნაგებობა საფრთხეშია. სტიქიის გამო ევაკუირებულია 200-ათასზე მეტი ადამიანი.

ცეცხლი სწრაფად ვრცელდება, რის გამოც ხელისუფლება იძულებული გახდა შტატის რამდენიმე ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაეკეტა.