კალიფორნიაში, ტყის ხანძრის გამო, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული
კალიფორნიაში, ტყის ხანძრის გამო, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული

კალიფორნიაში, ტყის ხანძრის გამო, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. გარდაცვლილია ერთი ადამიანი.

სტიქიამ ყველაზე მეტად შტატის სამხრეთი ნაწილი დააზარალა. ამასთან, ხანძრის ახალი კერაა გაჩენილი ლოს-ანჯელესის გარეუბანში.

კალიფორნიაში დამწვარია 200-ზე მეტი შენობა, კიდევ ორი ათასზე მეტი ნაგებობა საფრთხეშია. სტიქიის გამო ევაკუირებულია 200 ათასზე მეტი ადამიანი. ცეცხლი სწრაფად ვრცელდება, რის გამოც ხელისუფლება იძულებული გახდა შტატის რამდენიმე ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაეკეტა.

ხანძარმა 130 ათასი ჰექტარის ფართობის ტერიტორია გაანადგურა.