კალიფორნიაში ხანძარს ვერ აქრობენ

კალიფორნიაში ბოლო 85 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან.

ცეცხლის ალშია გახვეული 28 ათასი ჰექტარი ფართობი,  ასევე დამწვარია ფეშენებელური ვილები და სახლები, რომლებიც მსახიობებს და მომღერლებს ეკუთვნოდა.

ყველაზე მეტად ქალაქი ფარადაიზი და ცნობილი მალიბუ დაზარალდა. მეხანძრეები ექვსი დღის წინ გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებასაც კი ვერ ახერხებენ.

იზრდება მსხვერპლის რაოდენობა, შტატის გუბერნატორი მოსახლეობას მოსალოდნელ საფრთხეებზე აფრთხილებს.