მასშტაბური ხანძარი კალიფორნიაში

კალიფორნიაში კვლავ ტყის მასივზე გაჩენილ მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. სახანძრო სამსახურის თანამშრომლებმა ამ დრომდე სტიქიის მხოლოდ 45 პროცენტის ლოკალიზება მოახერხეს. გადაწვის საფრთხის წინაშეა ათობით დასახლება. განადგურებულ ქალაქებში კი მაშველები დაღუპულებს ეძებენ. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მათი რიცხვი 74-ს აღწევს. მსხვერპლთან ერთად ხანძარმა კალიფორნიაში ჰაერის დაბინძურებაც გამოიწვია. ამ მხრივ შტატის მაჩვენებელმა ინდოეთსა და ჩინეთსაც გაუსწრო.

როგორ უმკლავდებიან შტატის ისტორიაში ყველაზე მაშტაბურ ხანძარს და რამდენ ხანში შეძლებენ მის ბოლომდე ლოკალიზებას მაშველები – დეტალებს ჩვენს რეპორტაჟში ნახავთ.