კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან

კალიფორნიის შტატში ტყის მასივზე გაჩენილ მაშტაბურ ხანძარს ებრძვიან. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, შტატის ისტორიაში ყველაზე დამანგრეველმა ტყის ხანძარმა სულ მცირე ცხრა ადამიანი შეიწირა. სტიქიის ზონაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ქალაქები მოსახლეობისგან მთლიანადაა დაცლილი.

 დონალდ ტრამპის განკარგულებით, შტატში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს. მეხანძრეების სამუშაოს ძლიერი ქარი ართულებს. სინოპტიკოსები კი სტიქიის ზონაში მომდევნო დღეებშიც რთულ მეტეოროლოგიურ პირობებს პროგნოზირებენ.