რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
ლეგენდარულ მსახიობს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები პატივს მიაგებენ. სამოქალაქო პანაშვიდი ხვალაც გაიმართება.
შაბათს, 14 საათზე კახი კავსაძეს რუსთაველის თეატრიდან გამოასვენებენ და ოჯახის გადაწყვეტილებით, საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალავენ.