ჯანდაცვის სამინისტრომ გერმანიის „შარიტეს“ კლინიკისგან მაჩალიკაშვილის გადაყვანაზე უარი მიიღო
თემირლან მაჩალიკაშვილის მკურნალობის გაგრძელებაზე გერმანიის “შარიტეს” კლინიკისგან ჯანდაცვის სამინისტრომ უარი მიიღო. უწყების ცნობით, კლინიკების მოძიების პროცესი გრძელდება.
მათ შორის, მოლაპარაკება მაჩალიკაშვილის ოჯახის მიერ შერჩეულ თურქულ საავადმყოფოსთან.
პაციენტი ამ დროისთვის შესაბამის მკურნალობას წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოში გადის.