ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოში ექთნის გარდაცვალების საქმეს სწავლობს. ჯანმო-ს დირექტორის თანაშემწე ამბობს: „სამწუხაროა რაც მოხდა, ვსწავლობთ ყველა შემთხვევას, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს ვაცინასთან. მისივე თქმით, ვაქცინის სარგებელი აღემატება რისკს, რომელიც შეიძლება წარმოიშვას პოტენციური გვერდითი ეფექტის შედეგად. არა მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, არამედ ევროპის წამლების სააგენტომაც გულდასმით შეისწავლა ყველა პაციენტის ისტორია, ყველა ხელმისაწვდომი მტკიცებულება და დაასკვნა, რომ ძალიან სერიოზული, იშვიათი შემთხვევები შესაძლოა იყოს დაკავშირებული ვაქცინაციასთან, ჩვენ ვსაუბრობთ მილიონში ერთ ან ორ შემთხვევაზე და დასკვნა არის ის, რომ თავად „კოვიდ-19“-ის ინფექციის რისკი, რომელსაც გლობალურად უკვე 2,6 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა, გაცილებით მაღალია.

მოამბე