პარლამენტის განათლებისა და ჯანდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატს – მიხეილ ბატიაშვილს და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს – დავით სერგეენკოს უსმენენ. სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გრძელდება.