სამთავრობო ცვლილებები

სამი ახალი სახე მინისტრთა კაბინეტში და რვა ძველი მინისტრი – პრემიერმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარადგინა.

ცვლილებები მხოლოდ სამ სამინისტროს შეეხო. კომპანია „ჯეოსელის” ყოფილი კომერციული დირექტორი, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენელი და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი მინისტრობის კანდიდატები არიან.

ოპოზიციის და უფლებადამცველების მოთხოვნის მიუხედავად, თანამდებობაზე დარჩა თეა წულუკიანი. სწორედ მისმა უწყებამ შეიერთა სასჯელაღსრულების სამინისტრო, რომლის უკვე ყოფილი პირველი პირი მინისტრთა კაბინეტში აღარ იქნება.

კახი კახიშვილი მთავრობის ადმინისტრაციას უხელმძღვანელებს.

ორკვირიანი პაუზის შემდეგ, პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა ხელახლა იწყება.