შეხვედრა ავარიული სახლების მეპატრონეებთან ბათუმში

ბათუმში არსებული ყველა ავარიული შენობა თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსით ჩანაცვლდება, – აჭარის მთავრობამ და ბათუმის მერიამ „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ სამთავრობო პროგრამის განხორციელება დაიწყო. წელსვე 630 ოჯახზე მეტს, რომლებიც საფრთხის შემცველ გარემოში ცხოვრობენ, ბინების პრობლემა მოუგვარდებათ. მოსახლეობას გარემონტებული ფართები გადაეცემა, მანამდე კი, ოჯახებს ქირით უზრუნველყოფენ. პროგრამის ბიუჯეტი 80 მილიონი ლარია. ასევე, ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლების რეაბილიტაციისთვის 10 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.