პრემიერ-მინისტრის მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულებაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტს სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენება წარუდგინა. დოკუმენტი 154-გვერდიანია, რომელსაც მთავრობის ხელმძღვანელი საკანონმდებლო ორგანოს ივნისის ბოლომდე პირადად გააცნობს. მოხსენება იწყება ევროინტეგრაციის პროცესზე საუბრით და აღნიშნულია, რომ მთავრობის ძალისხმევით, სამთავრობო პროგრამის შესაბამისად, გრძელდება რეფორმების განხორციელება და სახელმწიფოს მშენებლობის პროცესი, რომელიც თვისებრივად ახალ ეტაპზე გადავიდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, 2022 წლის 3 მარტს საქართველომ ოფიციალური განაცხადით მიმართა ევროკავშირს გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რითაც ისტორიული ნაბიჯი გადაიდგა ქვეყნის მდგრადი, ინკლუზიური და მშვიდობიანი განვითარებისკენ.