2023 წელს, 771 მილიონი ლარით იზრდება ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება. ის ექვსი მილიარდ ნახევარ ლარს გადააჭარბებს, რაც ქვეყნის ბიუჯეტის მესამედია. ბიუჯეტში შესული ცვლილებების მიხედვით, იზრდება პენსიები. ასევე სოციალური პაკეტი იზრდება შშმ პირებისთვისაც. მიმდინარე წელს კოვიდის მართვისთვის უწყებამ ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი გამოყო, 2023 წელს კი ეს თანხა 100 მილიონამდე მცირდება. დაფინანსება იზრდება ისეთი სახელმწიფო პროგრამებისთვის, როგორიც ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფაა. პროგრამის ფარგლებში უნდა გაორმაგდეს თურქეთიდან შემოტანილი წამლების ჩამონათვალი. 260 მილიონ ლარს მიაღწია წელს დევნილებისთვის ბინათმშენებლობის ფონდის ბიუჯეტმა.
კონკრეტულად რა მიმართულებით გეგმავს გაზრდილი ბიუჯეტის ათვისებას ჯანდაცვის სამინისტრო და როგორ აისახება ეს მოქალაქეებზე – საკითხზე „მოამბის“ შეკითხვებს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა უპასუხა.