დაპირისპირება აჭარის უმაღლეს საბჭოში

ხმაური იყო აჭარის უმაღლეს საბჭოში.

უმრავლესობა და ოპოზიცია ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, ხმაური მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების განხილვას მოჰყვა. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ელგუჯა ბაგრატიონმა აჭარის ფინანსთა მინისტრის გამოსვლა კრიტიკულად შეაფასა, რასაც „ქართული ოცნების“ დეპუტატების მხრიდან რეპლიკები და სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა, რაც ხელჩართულ დაპირისპირებაში გადაიზარდა.