როგორ მუშაობს მშობიარობის დაფინანსების ახალი წესი  - ინტერვიუ თამარ გაბუნიასთან

როგორ მუშაობს მშობიარობის დაფინანსების ახალი წესი – ერთი თვეა, რაც მშობიარობის დაფინანსების წესი შეიცვალა. თუ მანამდე ფიზიოლოგიურ მშობიარობაში სახელმწიფო 500 ლარს იხდიდა, საკეისრო კვეთაში კი – 800 ლარს, ახლა ორივე შემთხვევაში სახელმწიფო დაფინანსება ერთნაირია და 1222 ლარს შეადგენს. მშობიარემ აღნიშნულ თანხაში უნდა მიიღოს ყველაფერი – პალატა, ექიმის მომსახურება, საკვები, მედიკამენტები. თუმცა, კლინიკების ნაწილში აცხადებენ, რომ თანხა, რომლითაც სახელმწიფო მშობიარეებს აფინანსებს, მხოლოდ ხარჯებს ფარავს, ექიმების ხელფასებს კი ვერ წვდება. ასევე საუბრობენ, რომ დაფინანსების ფარგლებში გაუქმდა პერსონალური ექიმის აყვანის შესაძლებლობაც.

თამარ გაბუნია – ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე