ჯანდაცვის სამინისტროს მომსახურების ახალი ცენტრი

ჯანდაცვა, სოციალური უზრუნველყოფა, დევნილები – ყველა ამ მიმართულებით სერვისებს მოქალაქეები ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღებენ. თუ მანამდე ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები მოქალაქეებს სხვადასხვა ოფისში უწევდნენ მომსახურებას, ახლა ყველა სერვისი ერთ სივრცეში გაერთიანდება. პირველი ასეთი ცენტრი თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე ამოქმედდა. დაგეგმილია მსგავსი სივრცეების რეგიონებში გახსნაც. ახალ ცენტრში მომსახურებას ტრეფიკინგის და ძალადობის მსხვერპლი პირებიც მიიღებენ.