რუსთავის ბიუჯეტის ხმაურიანი განხილვა

რუსთავმა კრიზისი თავიდან აიცილა.

ხმაურიანი სხდომების და მეორე მცდელობის შემდეგ 2024 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია. საკრებულოში, სადაც უმრავლესობას ოპოზიცია წარმოადგენს, მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიღება ბოლო წუთამდე კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. 34 წევრით დაკომპლექტებულ თვითმმართველობით ორგანოში 18 ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“ და გახარიას პარტიას აქვთ. წინა წელთან შედარებით, 25 მილიონით გაზრდილ ბიუჯეტის პროექტს ოპოზიციის სრული შემადგენლობა იწუნებს, თუმცა მუნიციპალური სერვისების შეფერხების თავიდან აცილების არგუმენტით, გახარიას გუნდმა საბოლოოდ ბიუჯეტს მხარი მაინც დაუჭირა. კენჭისყრას წინ ხმაურიანი განცხადებები და ურთიერთბრალდებები უძღოდა.