ამერიკის კონგრესში საქართველოს შესახებ მიღებულ რეზონანსულ კანონპროექტზე დოკუმენტის ავტორები „მოამბესთან“ პირველად საუბრობენ.
მხარდამჭერი აქტი პრეცედენტულია, რადგან მანამდე მიღებული რეზოლუციებისგან გასხვავებით მხოლოდ ჩვენს ქვეყანას ეხება და თან კანონის ძალა აქვს. შეფასების დროს კონგრესმენები ორ მთავარ გზავნილს გამოყოფენ – ეს არის შეუსრულებელი საერთაშორისო ვალდებულებების და საოკუპაციო პოლიტიკის მძიმე შედეგების გამო რუსეთის მიმართ სანქციების გამკაცრების საკითხი და საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლა, რაც კანონპროექტში მკაფიოდ არის ხაზგასმული. აქცენტი კეთდება ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის მიზნით მოლაპარაკებების დაწყებაზეც, რისთვისაც კონგერესმენები სავაჭრო წარმომადგენელს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას სთხოვენ.