საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება

„შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის აპროპრიაციის კომიტეტის მიერ 2022 ფისკალური წლისთვის დამტკიცებული კანონპროექტი, ამერიკის კონგრესის მხრიდან კიდევ ერთი მკაფიო, ორპარტიული მხარდაჭერის გზავნილია“, – აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელშიც ასევე შენარჩუნებულია ჩანაწერი საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების შესახებ. საუბარია კანონპროექტზე, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, განსაზღვრავს შტატების პრიორიტეტებს პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერისა და მათი დახმარების კუთხით. ქვეყნის პირველი დიპლომატი ასევე ამბობს, რომ საკანონმდებლო აქტს შესაბამისი განმარტებითი ბარათებითაც ახლავს, სადაც საქართველო, ამერიკის კრიტიკულად მნიშვნელოვან მოკავშირეებს შორის არის მოხსენიებული.

მოამბე

დატოვე კომენტარი