წერილები ვაშინგტონიდან და პოლიტიკური შეფასებები

ვაშინგტონიდან საქართველოს პრემიერის სახელზე ახალი წერილი გამოიგზავნა.

ამჯერად ავტორები სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი, ჯეიმს რიში და ამავე კომიტეტის წევრი, ჯინა შაჰინი არიან. წერილობითი შეტყობინების შინაარსი მანამდე გამოგზავნილი წერილების თითქმის იდენტურია. იგულისხმება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული კანონ-პროექტის ჩაგდება, აქციების დაშლა, ოპოზიციის წარმომადგენელთა წინააღმდეგ აღძრული საქმეები და უზენაესი სასამართლოს ახალი მოსამართლეების შერჩევა. სენატორების აზრით, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები დემოკრატიის და მმართველობის შესუსტებაზე მიანიშნებს.

რატომ გახშირდა ამერიკის კონგრესიდან კრიტიკული გზავნილები, – საგანგაშო სიგნალი თუ არასწორად მიწოდებული ინფორმაცია.

თბილისში რეაქციები არაერთგვაროვანია. მმართველი გუნდი წერილობით პასუხებს და შეხვედრებს აანონსებს.