დებატები ევროსაბჭოში

უფლებამოსილების აღდგენის მიუხედავად, სწორედ შეუსრულებელი საერთაშორისო ვალდებულებების გამო რუსეთს სტრასბურგში დღეს ევროპარლამენტარების მწვავე კრიტიკის მოსმენა მოუწევს.

საპარლამენტო ასამბლეაზე ყოველწლიურ ანგარიშს განიხილავენ, სადაც წევრ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენები და ორგანიზაციის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საკითხია შეფასებული. დოკუმენტში საუბარია საქართველოზე და ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მძიმე ვითარებაზეც. ნახსენებია სასამართლო და საარჩევნო სისტემა, რაზეც დეპუტატებს გარკვეული შენიშვნები აქვთ.

ნოდარ ჩაჩუა სტრასბურგიდან.